15 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ებრძვიან არა "ქართულ ოცნებას", არამედ საკუთარ ხალხს - გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე

ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე​, საქართველოში ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში პასუხობენ და აცხადებენ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფერს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის იყენებს.

"კითხვარში ძალიან კარგად ჩანს, თუ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში რა გზა გაიარა საქართველომ, რომ ყველა დასმულ კითხვაზე კომპეტენტური პასუხი ჩაგვეწერა. აბა წინა ხელისუფლების კონსტიტუცია, ქმედებები და კანონები იმსახურებდა ევროკავშირში შესვლის მქონე მთავრობის პრეტენზიას? - რა თქმა უნდა, არა. რატომ აკეთებს ამას ოპოზიცია? ისინი ამ ყველაფერს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის იყენებენ,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა, ოპოზიციას "ლუზერები" უწოდა და განაცხადა, რომ ისინი არა ხელისუფლებას, არამედ საკუთარ ხალხს ებრძვიან.

"უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ ხვალ, ზეგ შიძლება გათენდეს დღე და ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თავიანთ გაუკუღმართებულ პოლიტიკურ განცდებს აიგივებენ ამ ქვეყანასთან, ჭედავენ ამ ქვეყანას და ებრძვიან არა "ქართულ ოცნებას", არამედ გაშმაგებით ებრძვიან საკუთარ ხალხს. ამიტომაც იქნებიან ყოველთვის ისეთი ლუზერები, როგორებიც არიან ევროპაშიც, უკრაინაშიც და საქართველოშიც,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები