მაღალმთიან რეგიონებში საგანმანათლებლო რესურსების კონკრეტული საჭიროებების შესწავლა გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს და ადგილობრივი სკოლების მიერ მუზეუმის რესურსის გამოყენების პრაქტიკას გაეცნენ.
რეგიონში მოსწავლეებისთვის არსებული სერვისების უკეთ შესასწავლად დეპუტატები პროფესიულ კოლეჯ "თეთნულდს" და მესტიის სკოლებს ესტუმრნენ.
"ჩვენი მოკვლევისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ რა პირობებში უწევთ ჩვენს მოსწავლეებს და პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ადგილზე სწავლა, რათა მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი.