15 ნოემბერი 2024,   16:07
ვრცლად
მდინარე იორდანეს მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად, სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივ მოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მდინარე იორდანეზე კულტურის ცენტრის კონცეფციაზე იმუშავებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კონცეფციაზე მუშაობა უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

დღის ამბები