საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ამბობს, რომ უკრაინაში, არსებულმა სიტუაციამ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დიალოგი დააჩქარა და გააჩინა შესაძლებლობები.
მისი თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პოზიცია, ევრო კომისიის რეკომენდაციასთან თანხვედრაში იქნება.
"მაგიდაზე დევს შესაძლებლობები, რომელიც აქამდე არ ყოფილა. უკრაინაში არსებულმა სიტუაციამ, ეს დიალოგი დააჩქარა. საქართველოს აქვს ნება, იმუშაოს ევროკავშირთან დასაახლოებლად. არსებობს პირობები იმ შემთხვევისთვის, თუ ვსაუბრობთ ევროკავშირის გაფართოვებაზე, ეს უნდა შესრულდეს მეთოდოლიგიურად, სერიოზულად და ყველა იმ კრიტერიუმის პატივისცემით, რაც ამ პროცესის წინსვლისთვის არის საჭირო. საფრანგეთის პოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციასთან იქნება თანხვედრაში. 9 მაისს, პრეზიდენტმა მაკრონმა ნათლად დააფიქსირა თავის პოზიცია. ევროპარლამენტში მან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს ლეგიტიმური უწოდა და სურს, რომ პროცესები დაჩქარდეს, ეს ყველაფერი კი კომისიაზეა დამოკიდებული",- განაცხადა დიეგო კოლასმა.