15 ნოემბერი 2024,   16:04
ვრცლად
"თუ ვინმე ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავს, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ ექსცესებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს" - უმრავლესობა "სირცხვილიას" მიერ დაანონსებული აქციის შესახებ

"შინ ევროპისკენ - ევროკავშირის პასუხის მოლოდინში" - 20 ივნისს ორგანიზაცია "სირცხვილიამ" აქცია დააანონსა. აქციაზე მისვლის შესახებ უკვე განაცხადა ოპოზიციის ნაწილმა. მმართველი გუნდი კი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღამდე დაგეგმილ აქციაზე მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს.

"ქართული ოცნების" წევრის ბექა დავითულიანის თქმით, აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ექსცესებს, მით უმეტეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილების წინ, ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

"ყველას აქვს უფლება გამართოს აქცია, ექსცესებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ვინმე თუ ამ ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავს, არ უნდა ეცადოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ აქ ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომელიც ამას კიდევ უფრო შეუშლის ხელს. მშვიდად თუ ჩაატარებენ აქციას, ჩაატარონ. მიზანი ის არის, რომ რაღაცნაირად მოემზადონ იმ თარიღისთვის, როდესაც გამოცხადდება, საქართველოს აძლევენ კანდიდატის სტატუსს თუ არა და ეს იქნას გამოყენებული მიზეზად, თუ იყო ევროკავშირში უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული," - აცხადებს დავითულიანი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის საბოტაჟს თავს არ ანებებს და რისი გაკეთებაც მათ მაქსიმუმ შეუძლიათ - თავიანთ ოფისში საკუთარი ამომრჩევლების შეკრებაა.

"ნაციონალური მოძრაობის" აქციები კარგად ვიცით რა შედეგითაც დასრულებულა, არ ანებებენ თავს ეს ადამიანები ქვეყნის საბოტაჟს, არ ანებებენ ამ დესტრუქციას თავს და ამიტომ არის სწორედაც, რომ აღარავის ახსოვს საერთოდ ამ ქვეყანაში ვინ არის მელია, რომ არა ასე ხანდახან გაკეთებული განცხადებები, მაგათ რაც შეუძლიათ მაქსიმუმ გააკეთონ - თავიანთ ოფისში შეკრიბონ საკუთარი ამომრჩევლები, ამაზე მეტი რესურსი მართლა არ აქვთ," - აცხადებს ღუდუშაური.

დღის ამბები