ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს საქართველოზე მიღებული რეზოლუციის პროექტში ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაჰყავს სამოქალაქო კლინიკაში. რეზოლუციის ტექსტიდან ეს დეტალი უშუალოდ კენჭისყრის წინ ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" ჯერ
კიდევ 12 მაისს გადაიყვანეს. აღნიშნული ფაქტი, მმართველ გუნდს უმყარებს აზრს, რომ რეზოლუციის პროექტშიც ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა. განცხადებები ამის შესახებ "ქართულ ოცნებაშიც" გაკეთდა