საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში ამერიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ჯო ბაიდენმა ელჩები ოვალურ კაბინეტში მიიღო, სადაც დავით ზალკალიანს საშუალება ჰქონდა პრეზიდენტს გასაუბრებოდა.
ქართველი დიპლომატის თქმით, მან ბაიდენს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით და განუცხადა, რომ საქართველო შეერთებული შტატების ყველაზე ახლო და სანდრო პარტნიორია.
"ამ ხანმოკლე შეხვედრის განმავლობაში, მას მივაწოდე ის ინფორმაცია, რა სიტუაციაც არის შექმნილი საქართველოში იმ უსაფრთხოების გამოწვევიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო და სანდო პარტნიორი რეგიონში, მისი მთავარი მოკავშირე და მას ვთხოვე, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, როგორც არასდროს ისე მნიშვნელოვანია აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა", -აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკანიანი.