15 ნოემბერი 2024,   16:03
ვრცლად
დღეს, პრეზიდენტს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოეთხოვება - გიორგი ვაშაძე

პრეზიდენტის მიერ ჩანიშნულ ბრიფინგს ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები იმედოვენებ, რომ სალომე ზურაბიშვილი განცხადებებიდან, უკვე კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებზე გადავა.  

"სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძისს თქმით, პრეზიდენტს კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები მოეთხოვება. 

"მე მაინც იმედს ვიტოვებ, თუმცა ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ შეგონებებისგან, ზოგადი მოწოდებებისგან და ფრაზებისგან იქნება განსხვავებული და კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებზე იქნება საუბარი" , - ამბობს გიორგი ვაშაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ დღეს, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილს მოუწევს გადავიდეს კონკრეტულ ქმედებებზე. 

"მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების გაკეთება, ამ დროს, პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის არ მგონია იყოს საკმარისი. ძალიან ბევრი რამ შეუძლია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს. აქ არავინ არ ელოდება არც შეწყალებებს და არც არაფერს. კიდევ ერთხელ, პრეზიდენტის ინსტიტუტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში. მე მესმის, რომ მოლოდინი არის შეწყალებებზე, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ის, ვინც დღეს ზის პოლიტიკური ნიშნით, მათ სალომე ზურაბიშვილის შეწყალება ნამდვილად არ სჭირდებათ",  - ამბობს ბაჩო დოლიძე.

შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები" თავმჯდომარემ.  ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არ იცის, რაზე საუბრებს პრეზიდენტი დაგეგმილ ბრიფინგზე.

"პრეზიდენტის და ყველა ნორმალური ქართველის სათქმელიც დღეს უნდა იყოს ის, რომ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. არ უნდა გავუშვათ ვიღაცეების მავნე განცხადებების, მავნე პოზიციის და არადემოკრატიული ნაბიჯების გამო ", - ამბობს ელეკო ელისაშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები