15 ნოემბერი 2024,   16:03
ვრცლად
პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში, არა NATO-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა თქმა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის თემა მოგონილია. 

კობახიძის თქმით, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ვციტირებ, "მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს". ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში, არა ნატოს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კარგად მოიკითხოს. აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, ენჯეოებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად. სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არა აქვს," - განაცხადა კობახიძემ. 

 

 

 

დღის ამბები