15 ნოემბერი 2024,   16:04
ვრცლად
ზურაბიშვილმა სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება, თუმცა პრეზიდენტსაც შეუძლია ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილის შესრულება - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველს პრეზიდენტთან შეკითხვები აქვს. ომბუდსმენი ამბობს, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტის განცხადებების ნაწილს, კრიტიკას ხელისუფლების მისამართით, თუმცა თვლის, რომ პრეტენზიების ფონზე მასაც შეუძლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.

"იყო საკითხები, რაშიც ვეთანხმები პრეზიდენტს; მაგალითად, მან სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება განუხორციელებელი რეფორმების გამო და იმ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რაც საქართველომ აიღო ევროკავშირის წინაშე.

თუმცა, მეორე მხრივ, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან – თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები, რისი მიღებაც, მისი აზრით, იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო, ემოქმედა ან ვეტო დაედო; ან შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენება და მივმართე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით; რატომღაც, მან არ ახსენა ის, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები