უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა.
მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნას უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, რომელიც უდავოდ გვაახლოებს გამარჯვებასთან, – წერს ზელენსკი "ტვიტერზე"
უკრაინის პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის და ევროკომისიის თითოეული წევრის.
ასევე, ზელენსკი აღნიშნავცს, პოზიტიურ შედეგებს ელოდება ევროპული საბჭოსგან, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს.
"მადლობელი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის და ევროკომისიის თითოეული წევრის ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. ველოდები პოზიტიურ შედეგებს ევროპული საბჭოსგან მომავალ კვირას," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.