15 ნოემბერი 2024,   16:11
ვრცლად
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი" - პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში პარლამენტის წინ გასამართი აქციის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ მიმართვაში დღეს პარლამენტის წინ გასამართი აქციის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველანაირ ექსცესს ავარიდოთ თავი, "რათა ევროპამ ნათლად დაინახოს ჩვენი არჩევანი და ჩვენი სახე, რომელიც უნდა იყოს მშვიდი".

ასევე, პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და ხაზი გაუსვა გადაწყვეტილების მოლოდინში კონსტრუქციული მობილიზაციის მნიშვნელობას.

"მე მინდა, მივესალმო აქედან ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს დღეს გამოსვლას დემონსტრაციის დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ყველამ ვიცით რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო გვინდა, ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ.

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ აქ არავინ მოვიდეს ექსცესებისთვის, მინდა მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ გადაწყვეტილებების, რაც არის მისაღები," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

დღის ამბები