15 ნოემბერი 2024,   16:05
ვრცლად
ჩვენ მართლაც გვინდა ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების პირობებში, ვერ წარმომიდგენია - ირაკლი ღარიბაშვილი

იყოს კონსტრუქციული დამოკიდებულება და ასევე, ათმაგად დაგიბრუნებთ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ყველას. ასე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ლანძღვა დაიწყო ოპოზიციამ და ამაზე პასუხი მიიღო. 

"როგორ წარმოგიდგენიათ, გამოვედი, არაფერი არ მითქვამს საერთოდ, ხალხი გვიყურებს, გვისმენს, სიტყვა არ მითქვამს, საუბარი დავიწყე იმით, რომ ისტორიული, მართლაც ასეა, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა პირველად, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ქვეყანას. პირდაპირ, შავით თეთრზე წერია – იმისთვის, რომ გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი – ამაზე დაიწყეს შეურაცხყოფა, ლანძღვა და ა.შ. ამაზე, რა თქმა უნდა, ჩემგან ათჯერ მეტი მიიღეს და ასეც იქნება ყოველთვის. იყოს კონსტრუქციული დამოკიდებულება და ასევე, ათმაგად დაგიბრუნებთ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ყველას. ასე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები