15 ნოემბერი 2024,   16:05
ვრცლად
ვულოცავ ქართველ ხალხს იმ გადაწყვეტილებას, რაც გუშინ ევროპული პერსპექტივის მინიჭების სახით გაჟღერდა - კახა კალაძე 

ვულოცავ ქართველ ხალხს იმ გადაწყვეტილებას, რაც გუშინ ევროპული პერსპექტივის მინიჭების სახით გაჟღერდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს.

"კარგი იქნებოდა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს. არსებობს კონკრეტული მიმართულებები, რომელსაც განხორციელება სჭირდება და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ხელისუფლებამ უკვე მიაღწია იმას, რომ დღეს საქართველო ასოცირებული წევრი ქვეყანაა, ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადავაადგილდებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს – ეს ყველაფერი "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებასთან ერთად გააკეთა. ასევე გააკეთებს ყველა იმ მოთხოვნებს და დათქმებს, რაც კანდიდატის სტატუსს სჭირდება“,-განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები