17 მაისი 2024,   14:00
ვრცლად
წალენჯიხის მერის თანაშემწე სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა

წალენჯიხის მერის თანაშემწე, სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა. გიორგი ხარჩილავა მერიის ავტომანქანით, თანაშემწესთან ერთად თბილისში აქციაზე ჩამოვიდა. ავტომანქანას უკან დაბრუნებისას არაუფლებამოსილი პირი მართავდა, რა დროსაც სხვა მანქანას დაეჯახა.

მერიის ავტომობილი მოცურდა და სხვა სამი ავტომანქანა დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

დღის ამბები