მადრიდში ამ წუთებში NATO-ს სამიტი იხსნება. ღონისძიებას ალიანსის გენერალური მდივანი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხსნიან. ალიანსის ლიდერები იკრიბებიან, რათა განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და დაამტკიცონ NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.
მადრიდის სამიტი განსაზღვრავს NATO-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. სამიტს NATO-ს წევრი ქვეყნების გარდა, პარტნიორი ქვეყნების ლიდერებიც ესწრებიან. მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. ი
რაკლი ღარიბაშვილი სამიტზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მიიწვია. მადრიდში ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.