15 ნოემბერი 2024,   16:10
ვრცლად
"არც ერთი მოქმედი პოლიტიკოსი, რომელსაც ბოლო არჩევნებში მონაწილეობა აქვს მიღებული, არ იქნება ამ შემადგენლობაში" - "სირცხვილია" ტექნიკური მთავრობის ინიციატივაზე

მოძრაობის "სირცხვილია" აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ ინიციატივა ქვეყნის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. "სირცხვილიას" აქტივისტი არ საუბრობს იმ საკითხზე, თუ რა შემადგენლობის იქნება ტექნიკური მთავრობა და ვინ შევა ამ ჯგუფში, თუმცა აღნიშნავს, რომ იქნებიან საერთაშორისო დონის სპეციალისტები სხვადსხვა სფეროში.

"ეს უნდა იყოს მაქსიმალურად დიდი კონსესუსით არჩეული და დანიშნული ხალხი. არც ერთი მოქმედი პოლიტიკოსი, რომელსაც ბოლო არჩევნებში მონაწილეობა აქვს მიღებული არ იქნება ამ შემადგენლობაში. იქნებიან ჩვენი ქვეყნისთვის ნაცნობი და ზოგი უცნობი სახეც. ტექნოკრატები, რომლებიც საერთაშორისო დონის სპეციალისტები არიან სხვადსხვა სფეროში. ამ წუთას ჩემგან კანდიდატების დასახელება ფიზიკურად არ გამოვა, ისევე როგორც ამ სახალხო მოძრაობის სხვა წევრებისგან. კონსტიტუციასთან არანაირი პრობლემა არ არის, ამ ქვეყნის ყველაზე მაგარი იურისტები, საერთაშორისო დონის იურისტები მუშაობდნენ ამ საკითხზე, ჰაერიდან არ წამოსულა ეს წინადადება," - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

დღის ამბები