19 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
მეწყერი ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე - შატილთან დამაკავშირებელი გზა თითქმის რვა საათია ჩაკეტილი იყო

შატილთან დამაკავშირებელი გზა თითქმის რვა საათია ჩაკეტილი იყო. მეწყერი ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე დილით, დაახლოებით ათი საათისთვის ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კლდის მასის ჩამოშლის გამო ყველა ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო, მთელი დღე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, შატილში ჩარჩენილები ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

რაც შეეხება ზარალს, უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას არა მხოლოდ გადაადგილების კუთხით, ასევე გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფლები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებ და გაზის მილები.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა დუშეთის მერი, ასევე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული. 

"ეს ორი დღეა აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გავწმინდეთ მთლიანად ჟინვალი-ბარისახო-შატილის მონაკვეთის 63-ე კმ.-მდე და დილას ჩამოვიდა მეწყერი და გაწმენდილი გზა ისევ ჩაკეტა. დილიდან არ გაჩერებულა ტექნიკა და როგორც ხედავთ, ამ დროს უკვე გაწმენდილია გზა და მოძრაობა აღდგენილია. განვაგრძობთ გზებით წმენდას 63-ე კ.მ-დან უკვე ზევით, შატილისკენ, სადაც რამდენიმე ლოკაცია გვაქვს ისევ აქტიური, გზები ისევ ჩაკეტილია, მაგრამ ტექნიკა მუშაობს და დღის ბოლომდე, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, სრულად იქნება გზა გაწმენდილი და გადაადგილება იქნება უსაფრთხო,“ - ამბობს დუშეთის მერი, მაცაცო ნარიმანიძე.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე ამბობს, რომ სპეციალური კომისიები, რომელიც დაზიანებულ მუნიციპალიტეტებში შექმნა, მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ითვლიან.

„კომისიები შექმნილია მუნიციპალიტეტებში, სადაც დაზიანებული იყო და დაზარალდა მოსახლეობა დ ითვლიან მიყენებულ ზარალს. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია შესაბამისი კომისია, რაც შეეხება თვითონ საგზაო ინფრასტრუქტურის და ასევე სხვა ინფრასტრუქტურულ დაზიანებებს, დაწყებულია საპროექტო სამუშაოები, რის შემდგომაც სრულად მოხდება დათვლა.

ჰქონდა კომუნიკაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს მოსახლეობასთან, იყო უკვე საუბარი საცხოვრებლად სხვა ლოკაციაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. როგორც კი პირველად სამუშაოები დასრულდება, ჩვენ ამ მოსახლეობასთან გავაგრძელებთ მოლაპარაკებას და იქნება სხვადასხვა შეთავაზებები იმის მიხედვით, რომ სადმე შეარჩიონ ახალი საცხოვრებელი ადგილი,“ - ამბობს დავით ნოზაძე.

დღის ამბები