15 ნოემბერი 2024,   16:08
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძის პირველი კომენტარი უმრავლესობიდან წასვლის შესახებ - "ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები"

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც ქართული ოცნება და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა, პირველ განმარტებებს მედიასთან აკეთებს. მისი თქმით, უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს მმართველ პარტიასთან აზრთასხვადასხვაობა მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით აქვთ, თუ რა დოზის ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს მათ მხარდამჭერებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით:

"ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები, ჩვენ "ქართულ ოცნებასთან", ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთასხვადასხვაობა არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, მე ვფიქრობ საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს. ის ინფორმაცია რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები