15 ნოემბერი 2024,   16:05
ვრცლად
ჩვენ გვექნება იმის თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც "ქართული ოცნება" და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა, აცხადებს, რომ მმართველი პარტიიდან წასვლის შემდეგ მატ მეტი საშუალება ექნებათ, საზოგადოებას სიმართლე მიაწოდონ ისე, რომ ამით "ქართული ოცნება" არ დააზიანონ:

"ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ "ქართული ოცნება".

არის საკითხები, რომლებიც გაჟღერდება ხვალ, ამ საკითხებზეც გვექნება მსჯელობა, მივაწოდებთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა, რომ გვქონდეს საერთო აზრი, მითუმეტეს ჩვენს ამომრჩეველთან.

ჩვენ ვთვლით, რომ რიგ საკითხებში მანამდეც გვქონდა დისკომფორტი, რომ საჭიროა, მეტი ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ, მაგალითად - არის უამრავ თემებში, ამ 12 პუნქტთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან ურთიერთობები, ["ქართული ოცნენა"] მმართველი ძალაა და უნდა გააგრძელოს და ჩვენ გვექნება ამისი თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები