ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, აქცია "შინ ევროპისკენ" ორგანიზატორების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ტექნიკური მთავრობის თემა არარეალისტური და წარმოუდგენელია.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეს მოთხოვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
"ტექნიკური მთავრობის თემა არის არარეალური, წარმოუდგენელი, იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილი, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომ გინდოდეს, იმდენად არარეალისტურია და ამ მოთხოვნებით საზოგადოებას ატყუებენ. ვერანაირი კონსტიტუციურ დათქმას ვერ მოძებნით, სადაც მსგავსი მიმართულებით შეიძლება იმსჯელო. ეს ემსახურება ერთადერთს, რა გეგმაც აქვთ, იმ გეგმის ფარგლებში უტოპიური, შეუსრულებელი მოთხოვნები უნდა დააყენონ იმისათვის, რომ შემდეგ ვინც აქციაზე იდგება, საზოგადოებრივი სიბრაზე გამოიწვიონ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.