26 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
საპროტესტო აქციის დარბევა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავება - უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საგანგებო მდგომარეობა უზბეკეთში, ქვეყნის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ყარაყალპაკეთში გამართული საპროტესტო აქციის გამო მიიღო.

დემონსტრანტები საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდენ, რომლის მიხედვითაც, ავტონომიური რესპუბლიკა უზბეკეთიდან რეფერენდუმით გასვლის უფლებას კარგავს. საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა 5 ივლისამდე უნდა დასრულდეს.

აქციის მონაწილეები სამთავრობო დაწესებულებების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, რასაც საპროტესტო აქციის დარბევა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავება მოყვა. აქციის მონაწილეების ქმედება კი ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა. საგანგებო მდგომარეობა 3 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით დარჩება ძალაში.

დღის ამბები