დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში, - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი.
როგორც ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რეფორმების განხორციელება საუკეთესო შანსია ქართველი ხალხისთვის, ეკონომიკურად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.
შაჰინი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ რეფორმების განხორციელება "საუკეთესო შანსია ქართველი ხალხისთვის ეკონომიკურად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად".