22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლების საპილოტე პროგრამა იწყება - მოსახლეობა ახალ ბინებს მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ მიიღებს

თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლების საპილოტე პროგრამა იწყება. პირველი ავარიული კორპუსი კი, რომლის ჩანაცვლებაც განხორციელდება, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს. ოთხსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლების ნაწილი მერიამ უკვე ქირით გაიყვანა.

ავარიულ შენობას უახლოეს მომავალში დემონტაჟს ჩაუტარებენ, კონკურსის წესით შერჩეული სამშენებლო კომპანია კი მის ნაცვლად ახალ საცხოვრებელს ააშენებს. მოსახლეობა ახალ ბინებს მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ მიიღებს.

თბილისი მერია დამატებით კიდევ 12 კორპუსის ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს, სულ კი დედაქალაქში სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებებით 10 ათასამდე ავარიული შენობაა.

დღის ამბები