21 დეკემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ოპოზიცია მმართველ გუნდს მიმართავს, შეწყვიტოს აშშ-ის და ევროკავშირის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია - განცხადებას ხელს 48 დეპუტატი აწერს

ოპოზიცია მმართველ გუნდს მიმართავს, რომ შეწყვიტოს შტატების და ევროკავშირის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია.

განცხადებას ხელს 48 დეპუტატი აწერს. ოპოზიციონერი კანონმდებლების აზრით, ომში ჩართვის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის სურვილს.

"ქართული ოცნება" აგონიაშია, იმიტომ რომ დღეს მათ საკუთარი, რეალური სახის ჩვენება მოუწიათ. ყველამ გაიგო, რომ ამ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს დასავლეთთან. შესაბამისად, ისინი ერთი მეორეს მიყოლებით უშვებენ შეცდომებს და უფრო ღრმა კრიზისში შედის მათი ურთიერთობები დასავლეთთან,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი. 

დღის ამბები