21 დეკემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ომი უკრაინაში - როგორ აფასებს ქვეყანაში რუსული ინტერვენციის 164-ე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი

5 დაღუპული და 14 დაშავებული - ეს დონეცკის ოლქზე ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგია. რუსული არმიის სამიზნე, კვლავ დასახლებული პუნქტები და სამოქალაქო ობიექტებია. 

გრძელდება შეტევა მიკოლაევზე. გასული ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა ცეცხლი 45-ჯერ გახსნეს. იყენებენ ნაღმტყორცნებსა და რაკეტებს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო მძიმედ დაშავდა 21 ადამიანი. ცეცხლი გახსნეს ენერგოდარშიც. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უმძიმესი ვითარებაა მარიუპოლშცი. ოკუპირებულ ზღვისპირა ქალაქში მედიკამენტების და სამედიცინო პერსონალის მწვავე დეფიციტია. უკრაინის მთავრობის წევრების განცხადებით, შექმნილი კრიზისის გამო ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება. ანტისანიტარიის გამო, ქალაქში იმატა ინფექციური დაავადებების შემთხვევებმა.

რუსი ოკუპანტები, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს განაგრძობენ. მტერი შეტევით ოპერაციას დონეცკის მიმართულებით ახორციელებს, ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ბახმუტისა და ავდივის მიმართულებებზე. თავდასხმისას იყენებს არმიას და ავიაციას. სამხრეთ ბუზის მიმართულებით მტერი თავდაცვით ოპერაციაზეა გადასული. მათი ძირითადი ძალისხმევა ოკუპირებული ტერიტორიების შეკავებისკენ არის მიმართული. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შავი ზღვიდან თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს.

გარკვეული წარმატება აქვთ უკრაინელ სამხედროებს ოკუპირებულ ხერსონში. ღამის განმავლობაში მათ იერიში დარიევსკის ხიდზე მიიტანეს. განადგურებულია ოკუპანტების რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა. ლიკვიდირებულია 40-მდე რუსი სამხედრო. უკრაინელმა სამხედრო წერტილოვანი დარტყმებით იარაღის რამდენიმე საწყობიც ააფეთქეს.

ქვეყანაში რუსული ინტერვენციის 164-ე დღე ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაფასა. უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება სოციალურ პრობლემებზე გაამახვილა და პარტნიორებს რუსეთზე მეტი ზეწოლისკენ მოუწოდა.

თავხედურ ქმედებებში ზელენსკი ბრალს საკუთარი გუნდის წევრებსაც სდებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 300-მდე მაღალჩინოსანსც დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდა. მათი უდიდესი ნაწილი დეპუტატია. მათ შორისაა დავით არახამია, ალექსეი გონჩარენკო და ლიზა იასკო. გამოცემა "უნიანი" ხელისუფლებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობთ წერს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება ომის პერიოდში მათ არასაჭირო საგარეო ვიზიტების გამო მიიღო.

დღის ამბები