21 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ბრედ პიტი, სანდრა ბულოკი და ბრაიან ტაიტი ჰენრი - 5 აგვისტოს მსოფლიო კინოპრემიერა შედგა

"ტყვიის მატარებელი" - ასე ჰქვია დეივიდ ლიჩის ფილმს, სადაც მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები ბრედ პიტი, სანდრა ბულოკი და ბრაიან ტაირი ჰენრი ასრულებენ.

"ლეიდიბაგი" ანუ ჭიამაია - ეს ფილმში ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ბრედ პიტის ზედმეტსახელია. გამოცდილი, თუმცა უიღბლო ყოფილი მკვლელი, დიდი შემართებით უბრუნდება ძველ საქმიანობას და მითითებებს მისი უფროსისგან, სანდრა ბულოკის გმირისგან - მარია ბიტლისგან იღებს.

რეჟისორმა კინოს ვარსკვლავებს თავი ერთ გადასაღებ მოედანზე მოუყარა და ახალი ფილმი, იაპონელი ავტორის, კოტარო ისაკას მოთხრობის მიხედვით გადაიღო.

ფილმის გადაღებები ლოს-ანჯელესში პანდემიის დროს, 2020 წლის 16 ნოემბერს დაიწყო. "ტყვიის მატარებელი" მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, ლოს-ანჯელესში მსახიობებისთვის აჩვენეს. საერთაშორისო მედიის ყურადღება კი წითელ ხალიჩაზე, ჰოლივუდის ვარსკვლავების გამოჩენამ მიიქცია.

Sony Pictures-ის მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ფილმის მსოფლიო პრემიერა გასულ ღამეს შედგა. შეერთებული შტატების კინოთეატრებში ფილმი 5 აგვისტოს გამოჩნდა. ამ დროისთვის კი ”ტყვიის მატარებელს” მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, 4300-ზე მეტ კინოთეატრში აჩვენებენ.

დღის ამბები