27 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
როჯერ უოტერსის თქმით, ბაიდენი ომის დამნაშავეა - "ის უკრაინაში ცეცხლზე ნავთს ასხამს, ეს დიდი კრიმინალია"

ლეგენდარული Pink Floyd-ის წევრი როჯერ უოტერსი ტურში ​სახელად "This Is Not A Drill" ​იმყოფება.

უოტერსის CNN-თან ინტერვიუს დროს წამყვანმა კითხვა დასვა პოლიტიკური ელემენტების შესახებ, რომლებსაც იგი შოუების განმავლობაში​ აჩვენებდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა "ომის დამნაშავეების" მონტაჟზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფოტოც შედიოდა.

"პირველ რიგში, ის უკრაინაში ცეცხლზე ნავთს ასხამს. ეს დიდი კრიმინალია. რატომ არ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები ზელენსკის მოლაპარაკებებისკენ, ამ საშინელი ომის თავიდან ასაცილებლად?" - თქვა უოტერსმა

ჟურნალისტმა უოტერსს უთხრა, რომ ის ადანაშაულებს იმ მხარეს, რომელსაც თავს დაესხნენ.

„როდის დაიწყო ომი? თქვენ უნდა გადახედოთ ისტორიას და შეგიძლიათ თქვათ: "აი, ომი ამ დღეს დაიწყო". შეიძლება ითქვას, რომ ეს 2008 წელს დაიწყო... ეს ომი ძირითადად ეხება ნატოს მოქმედებას და რეაქციას, რომელიც რუსეთის საზღვრამდე მიიწევს, რაზეც მათ პირობა აქვთ დადებული რომ ამას არ გააკეთებდნენ, როდესაც გორბაჩოვი მოლაპარაკებებს აწარმოებდა სსრკ-ს მთელი აღმოსავლეთ ევროპიდან გასვლის შესახებ“, - ამბობს უოტერსი.

უოტერსი აღნიშნავს, რომ აშშ-ს განმათავისუფლებლის როლი არ აქვს.

ამის შემდეგ წამყვანსა და რესპონდენტს შორის კამათი მეორე მსოფლიო ომის ისტორიის თემაზე გაგრძელდა.

"მე გირჩევდით, რომ ცოტა მეტი წაიკითხოთ, შემდეგ კი სცადოთ და გაარკვიოთ, თუ რას იზამდა აშშ, ჩინეთი რომ მექსიკასა და კანადაში ბირთვულ იარაღს ამონტაჟებდეს", - განაცხადა უოტერსმა.

დღის ამბები