01 ოქტომბერი 2022,   03:32
ვრცლად
"ვალი დაედო და იძულების ნიადაგზე ჩაიდინა ეს დანაშაული" - დაკავებული ნარკორეალიზატორის ადვოკატი

ინტერნეტაპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი გამოვლენილია, აღნიშნული ჯგუფის კურიერი კი დაკავებული. უკრაინის მოქალაქეს, რომელიც 34 წლის არის, ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და უკანონო გასაღების მცდელობა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს და მის ოჯახს ამ დროისთვის საფრთხე ემუქრება. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ დაკავებული საქმეში იძულებით იყო ჩართული: 

"ეს ადამიანი ნარკორეალიზატორების მსხვერპლია. 8 აგვისტოს ჩამოვიდა და 10-ში უკვე დააკავეს. დაუდგენელი პირები არიან, მეტს ვერაფერს ვიტყვი. აღიარებს, მაგრამ ის იძულებული იყო წასულიყო ამაზე. ვალი დაედო, ვინაიდან ის კოკაინის აქტიური მომხმარებელია, ამის შესახებ ოჯახმა არ იცოდა და იძულების ნიადაგზე ჩაიდინა ეს დანაშაული. მე მეშინია იმის, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე არ შეექმნას,"- აცხადებს ადვოკატი დარიკო თოდრია.

დღის ამბები