21 დეკემბერი 2024,   18:31
ვრცლად
რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას - პუტინი

რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი მხარს უჭერს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ყველაზე ფართო, ყოვლისმომცველ განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია მრავალპოლარული სამყაროს ფორმირების პირობებში. ვლადიმერ პუტინმა ასევე გამოაცხადა რუსეთის ინტერესი სხვა ქვეყნებთან ერთობლივი წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მონაწილეობისთვის პარტნიორები მოიწვია.

"ჩვენ ვაპირებთ აქტიურად განვავითაროთ თანამშრომლობითი კავშირები იარაღისა და აღჭურვილობის ახალი მოდელების შესაქმნელად, ერთად ვიმუშაოთ სამართლიან და თანაბარ პირობებში. ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შევთავაზოთ ყველაზე თანამედროვე ტიპის შეიარაღება. მთელ მსოფლიოში პროფესიონალებს შორის მათ აფასებენ სამხედრო საიმედოობის, ხარისხისა და რაც მთავარია - მაღალი ეფექტურობის გამო. პრაქტიკულად ყველა მათგანი რეალურ საბრძოლო მოქმედებებშია გამოცდილი. დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას, ჩვენი სამხედროები დონბასის მებრძოლებთან ერთად ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობისთვის. ისინი ნათლად ასრულებენ თავიანთ ამოცანას, ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბას,"- აცხადებს პუტინი. 

დღის ამბები