19 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
მკვლელობა მარნეულში - ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელმა მეზობელი სასიკვდილოდ დაჭრა

მკვლელობა მარნეულში - სოფელ ყიზილაჯლოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელმა მეზობელი სასიკვდილოდ დაჭრა.

გარდაცვლილია 35 წლამდე მამაკაცი, მას დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

თანასოფლელების თქმით, თავდაპირველად ორ მეზობელს შორის კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც ისინი ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი კონფლიქტი გარე სივრცეში გაგრძელდა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცმა მის თანასოფლელს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„კურიერთან“ საუბარში თანასოფლელები ყვებიან, რომ მეზობლებს ერთმანეთში ცუდი უერთიერთობა არ ჰქონდათ და რა გახდა კონკრეტულად კარის მეზობლებს შორის ჩხუბის მიზეზი - მათთვის უცნობია.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ დააკავა. გამოძიება 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები