21 დეკემბერი 2024,   18:26
ვრცლად
გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება - მიიღებს თუ არა ISFED მონაწილეობას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში

გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება - გადახედავს თუ არა საკუთარ პოზიციას მმართველი გუნდი და ჩაერთვება თუ არა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში სამართლიანი არჩევნები. სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა რომ პროცესში აუცილებელია, ეს ქართულ ოცნებას საერთაშორისო პარტნიორებმა შეახსენეს.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი
ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ევროკავშირისთვის 12 პუნქტის შესრულება მნიშვნელოვანია.

"ჩვენი პარტნიორების განცხადებების ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად გულწრფელად შეასრულებს საქართველო 12 პუნქტს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მათთვის ინკლუზიური პროცესია, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება კი სწორედ ამ პუნქტს ეწინააღმდეგება. ამას ადასტურებს აშშ-ის განცხადებაც, სადაც ნახსენებია, რომ კითხვის ნიშნები ჩნდება მაშინ, როდესაც ასეთი ორგანიზაციის გამოტოვება ხდება სამუშაო ჯგუფში,"- აცხადებს ნინო დოლიძე.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ არასამთავრობოების ჩართვა მნიშვნელოვანია და ამას ევროკომისიაც მოითხოვს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" მარტო დარჩება, რადგან ბევრ დეტალს კარს უხურავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არასამთავრობოებს კარს უხურავს.

"ქართული ოცნება, არასამთავრობოებს კარს უხურავს. მარტო დარჩება "ოცნება" თავის ვერსიასთან ერთად, რომელიც ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის მიუღებელი იქნება,"- აცხადებს დოლიძე.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნებას" ერთადერთი მიზანი აქვს - შექმნას იმიტაცია.

"ქართული ოცნების" ერთადერთი მიზანი იმიტაციის შექმნაა, მათ არასდროს ქონია რაიმე მიზანი. ISFED-ის არ დაშვება ამ ფორმატში უტყუარი დასტურია იმისა, რომ ოცნებას ამ კომისიებში რაიმეს მიღწევა არასდროს სურდა და რომ ეს ყველაფერი ნამდვილად იმიტაციაა,"- აცხადებს გეგელია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი ამბობს, რომ კონკრეტული არასამთავრობო პოლიტიკურად მოტივირებულია. 

"ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, რატომ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ISFED-თან გვეთანამშრომლა, ალბათ გამორჩათ, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად გაყალბდა პარალელური დათვლის მეთოდები, მერე იყო გამოაცხადა, რომ ტექნიკური მთავრობის დანიშვნას ითხოვდა და პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩეოდა,"- აცხადებს სარჯველაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ ISFED-ი რევოლუციურ და პოლიტიკური ქმედებების წახალისებას უწყობდა ხელს.

"ISFED-ი რევოლუციურ და პოლიტიკური ქმედებების წახალისებას უწყობდა ხელს, თუ ის დაუბრუნდება თავის საქმიანობას და იტყვის, რომ ემიჯნება პოლიტიკურ პროცესებს და არის ისე როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ მათზე არანაირი ძალისხმევის მიტანა არ გვაინტერესებს პერსონალურად,"-- აცხადებს ქადაგიშვილი. 

დღის ამბები