09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
პოროშენკო პრემიერის პოსტზე იაცენუკს უჭერს მხარს

პეტრე პოროშენკო უკრაინის ახალი პრემიერ–მინისტრის პოსტზე არსენ იაცენიუკის კანდიდატურას უჭერს მხარს.

განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ერთიანობის დემონსტრირება.

კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხზე მოლაპარაკებები უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, კოალიციაში პეტრე პოროშენკოს ბლოკი, არსენი იაცენიუკის "სახალხო ფრონტი" და პარტია "სამაპომოშჩი" გაერთიანდება.

დღის ამბები