16 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"ვიზალიბერალიზაცია არ არის რაღაც საჩუქარი, რომელიც ქართველ ერს ლამაზი ბუნებისთვის მიანიჭეს - დარწმუნებული ვარ, თითქმის 99%-ით, რომ ევროკავშირი არც კი დაძრავს ოფიციალურად ამ საკითხს" - მაია ბითაძე

დარწმუნებული ვარ თითქმის 99%-ით, რომ ევროკავშირი არც კი დაძრავს ოფიციალურად ამ საკითხს, - ამის შესახებ ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრმა მაია ბითაძემ "დღის კურიერის" ეთერში ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას განაცხადა.

ასევე, მაია ბითაძემ ისიც განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაცია ენიჭება სახელმწიფოს კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის:

"გამომდინარე ჩემი პროფესიიდან, მე დარწმუნებული ვარ თითქმის 99%-ით, რომ ევროკავშირი არც კი დაძრავს ოფიციალურად ამ საკითხს, რადგანაც ვიზალიბერალიზაცია არ არის რაღაც საჩუქარი, რომელიც ქართველ ერს ლამაზი ბუნებისთვის მიანიჭეს. ვიზალიბერალიზაცია ენიჭება სახელმწიფოს კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის და ეს კრიტერიუმები იყო კანონმდებლობის ჩამოყალიბება და შემდგომი რეფორმები. მთავარი შემაკავებელი ფაქტორი არის მიგრაციის შეზღუდვა. არანაირი კავშირი ფორმალური თვალსაზრისით არ აქვს ვიზალიბერალიზაციას იმ რეზოლუციების სამარცხვინო ტექსტებთან, რომელსაც ევროპარლამენტი შეეჩვია. ვიზალიბერალიზაცია ეს არის ევროპული ბიუროკრატიის განსხვავებული ნაწილი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ სამარცხვინო ჩანაწერებთან, რომელსაც რამდენიმე რეზოლუციის პროექტში ვკითხულობთ. ეს არის ერთადერთი უხეში ბერკეტი იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლა მოახდინონ, შეცვალონ გადაწყვეტილება და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საკითხის დაინიცირების შიშით, ხმა მისცენ "ნაციონალურ მოძრაობას", - აცხადებს მაია ბითაძე.

დღის ამბები