"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: არღუნის, თანიაანთკარისა და არაგვისპირის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, შეაჯამეს სოფელში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
"ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.