16 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
გია აბაშიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არ შეაჩერა. აწი კომიკურ ე.წ. პრეზიდენტსა და მის საბრალო დანიშნულ ადეპტებს "მთავრობანას" სრული კარტ-ბლანში აქვთ 16 დეკემბრამდე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის გასაჩივრებული ნორმები საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს.

"ე.წ. მიტაცებულმა, ე.წ. რუსულმა სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება - საკონსტიტუციო სასამართლომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არ შეაჩერა. აწი კომიკურ ე.წ. პრეზიდენტსა და მის საბრალო დანიშნულ ადეპტებს "მთავრობანას" სრული კარტ-ბლანში აქვთ 16 დეკემბრამდე. ურთიერთობაში, როცა სხვადასხვა ადამიანებს ველაპარაკები, მარტივი ტესტი მაქვს - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობა" თუ "უცხო აგენტებზე" ე.წ. კანონი? "ოჯახური ღირებულების დაცვა" თუ ე.წ. "ანტი-ლგბტ" კანონი? ჩემზე ლიბერალს, ფსევდოებს ანუ ბევრ ნაცგოიმს შევეჯიბრები ჭეშმარიტ ლიბერალობაში, მაგრამ ვერასდროს ავიტან უმცირესობის დიქტატს უმრავლესობაზე", - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

დღის ამბები