09 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
შეერთებულ შტატებში ტურისტულმა კოსმოსურმა ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შეერთებულ შტატებში ტურისტულმა კოსმოსურმა ხომალდმა კატასტროფა განიცადა.

ავარია კალიფორნიის უდაბნოში საცდელი ფრენის დროს მოხდა. შედეგად ერთი პილოტი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, კოსმოსურ აპარატს აფრენის შემდეგ ძრავა აუფეთქდა.

ხომალდი, რომელმაც კოსმოსში 6 ადამიანის მოგზაურობა უნდა უზრუნველყოს, კომპანია "ვირჯინ გალაქტიკმა" ააწყო.

კომპანია ამერიკელ ბიზნეს მაგნატს რიჩარდ ბრენსონს ეკუთვნის, რომელიც აცხადებს, რომ კატასტროფის მიუხედავად პროექტს მაინც გააგრძელებს.

დღის ამბები