21 დეკემბერი 2024,   18:30
ვრცლად
რუსი ნაციონალისტი თავის ქალით ხელში, რომელიც მისი თქმით "აზოვსტალის" დამცველს ეკუთვნის - რა გამოხმაურება მოჰყვა იგორ მანგუშევის ვიდეოს

უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა გაეროს მიმართა ვიდეოს გამო, რომელშიც ასახულია რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, Е.Н.О.Т-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მიჩნეული იგორ მანგუშევი, ხელში თავის ქალით.

ინტერნეტ სივრცეში, 28 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში მანგუშევი ამბობს, რომ ეს მოკლული უკრაინელის, "აზოვსტალის" დამცველის თავის ქალაა და მას დამცინავად მიმართავს.

სად არის გადაღებული ვიდეო, როდის და ვინ არის მანგუშევის აუდიტორია, რომელსაც სცენიდან ელაპარაკება, უცნობია.

უკრაინის ომბუდსმენმა გაეროს საგამოძიებო კომისიის ფაქტების დამდგენ ჯგუფს მიმართა. დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, სამხედრო თემაზე მსგავსი "სტენდაპის" ერთადერთი მიზანი დაღუპული და დაკარგული უკრაინელი მებრძოლების ნათესავებისთვის ტკივილის მიყენებაა.

გავრცელებულ ვიდეოში მანგუშევი, რომელსაც ზოგიერთი მედიასაშუალება უწოდებს კრემლის პოლიტტექნოლოგსა და კერძო სამხედრო კომპანიის, Е.Н.О.Т-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთი იბრძვის "უკრაინის, როგორც ანტირუსული სახელმწიფოს იდეის" წინააღმდეგ და "ამ იდეის ყველა მატარებელი უნდა განადგურდეს". რუსი ნაციონალისტის სიტყვებითვე, რუსეთმა "საკუთარი მიწები" უნდა დაიბრუნოს და არ აინტერესებთ, რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი უნდა მოკლან და როგორ.

დღის ამბები