01 მაისი 2024,   15:08
ვრცლად
რუსეთმა ირანისგან სამხედრო დრონების პირველი პარტია მიიღო

რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად, ირანისგან სამხედრო დრონების პირველი პარტია მიიღო. ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია 2 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც საბრძოლო მასალის გადასატანად და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის გამოიყენება. საბრძოლო აღჭურვილობა ირანიდან რუსეთში 19 აგვისტოს გაიგზავნა.

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ირანული დრონების ნაწილი გამოუსადეგარი იყო, რის გამოც რუს სამხედროებს საფრენი აპარატების ექსპლუატაციაში ხარვეზები შეექმნათ. დაზვერვის თანახმად, მოსკოვი თეირანისგან კიდევ ასობით უპილოტო საფრენი აპარატის შეძენას აპირებს.

დღის ამბები