07 მაისი 2024,   15:35
ვრცლად
"იუნესკომ" შესაძლოა ქალაქი ოდესა საერთაშორისო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანოს

"იუნესკო" მხარს უჭერს უკრაინის შეთავაზებას, ქალაქი ოდესა საერთაშორისო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანოს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "უნიანი" "ამერიკის ხმაზე" დაყრდნობით წერს.

პარიზში უკრაინის კულტურის მინისტრის ალექსანდ ტკაჩენკოსა და იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრე აზულეს შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა ექსპერტების შეკრება, რომლებიც საერთშორისო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრ ქვეყნებს ოდესის საკითხს განსახილველად წარუდგენენ. 

უკრაინულმა მხარემ "იუნესკოსგან" მიიღო დაპირება, რომ ორგანიზაცია დააფინანსებს ოდესაში ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებულ მუზეუმებს და დაიცავს გადარჩენილ კოლექციებს.

დღის ამბები