27 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
პუტინი : ვაცხადებთ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 

ვლადიმირ პუტინის თქმით, გადაწყვეტილება "ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერტორიული მთლიანობის" დასაცავად მიიღო. 

მობილიზაციის შესახებ განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. 

მისი განმარტებით, ომში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეზერვში იმყოფებიან. მობილიზაციისთვის საჭირო ღონისძიებები დღეიდან დაიწყება. 

ასევე, ნახეთ : მას შემდეგ, რაც გუშინ საღამოს პუტინის სატელევიზიო მიმართვა დაანონსდა, რუსები "გუგლში" ეძებდნენ, როგორ დატოვონ ქვეყანა - რას აპირებს რუსეთის პრეზიდენტი

 

სხვა თემები : ქალები ქუჩებში ჰიჯაბებს წვავენ - ირანში საპროტესტო აქციები სულ უფრო მასშტაბური ხდება

 "ასამბლეის ფარგლებში ველოდები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მსოფლიო ლიდერების მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით" - ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები