28 აგვისტო 2026,   23:02
ვრცლად
ბრალდებულმა იცოდა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს იფარებდა და ისიც იცოდა, რომ ისინი იძებნებოდნენ - გიორგი შაიშმელაშვილი

3 წლიანი პატიმრობა პირს, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულები შეიფარა. გამოძიების ინფორმაციით, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, რომლებმაც გასული წლის სექტემბერში ნიკო კვარაცხელია მოკლეს, მკვლელობიდან ერთი დღის განმავლობაში თბილისში სწორედ ირაკლი ბიბილეიშვილის სახლში იმალებოდნენ. დაცვის მხარე განაჩენს არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

ადვოკატი ამბობს, რომ საზოგადოებრივი წნეხის გავლენით არის სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული. 

მოსამართლემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ბრალდებულის ჩვენებაში ბევრი უზუსტობაა, რის გამოც, ჩნდება ეჭვი, რომ ბიბილეიშვილმა იცოდა დანაშაულის შესახებ.

საქმის პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი კი აცხადებს, რომ ბიბილეიშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს ხელი შეუშალა. 

"ბრალდებულმა იცოდა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს იფარებდა და ისიც იცოდა, რომ ისინი იძებნებოდნენ. მან თავშესაფარი მისცა ბრალდებულებს და ღამე გაათევინა საცხოვრებელ ბინაში, ამით მან ხელი შეუშალა სამართალდამცავ ორგანოებს,"- აცხადებს პროკურორი. 

დღის ამბები