15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
10-ზე მეტი გასროლა და ხანძარი ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტში - რატომ დაცხრილეს ლენტეხის მერის კაბინეტი და რას ამბობს თავად გია ონიანი

დღეს, გამთენიისას სროლა იყო ქვემო სვანეთში. დაცხრილულია ლენტეხის მერის კაბინეტი. შედეგად შენობაში ცეცხლიც გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა მერის, გია ონიანის ნივთები. ლენტეხის მერი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით დაიწყო, თუმცა მომხდარის რა ვერსიას ამუშავებს პოლიცია, ამ დრომდე არ ხმაურდება.

ფაქტია, განაწყენებულმა პირმა შური მერის კაბინეტზე იძია. შენობას ეტყობა არაერთი ნატყვიარიც. ლენტეხის ცენტრში 10-ზე მეტი გასროლის ხმა დილის 4 საათზე გაისმა. დანაშაულის შედეგად არავინ დაშავებულა. არასამუშაო საათებში მომხდარი სროლის დროს, შენობაში არავინ იყო.

"კურიერი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობს დაკავშირებას ლენტეხის მერთან, თუმცა ის ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. "რუსთავი 2-მა" მას მომხდარის შესაძლო მიზეზებზე სმს-იც გაუგზავნა. მერმა ნახა, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ არის.



დღის ამბები