02 ივნისი 2024,   19:28
ვრცლად
პოლონეთში აფეთქების შემდეგ რუსეთისთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს -  დასავლეთი თანხმდება, რომ რაკეტის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ომი რუსეთმა დაიწყო

პოლონეთში აფეთქების შემდეგ რუსეთისთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს- ცივილური დასავლეთი თანხმდება, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ომი უკრაინაში რუსეთმა დაიწყო ტრაგედია კი სწორედ ამ მოვლენამ გამოიწვია.

მსოფლიო ლიდერები და ნატოს გენერალური მდივანი ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ უკრაინას სრული უფლება აქვს მოიგერიოს რუსული რაკეტები, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად მოფრინავს.

სამხედრო ალიანსის განმარტებით პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტას, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდასხმითი იარაღის მახასიათებლები არ აქვს, თუმცა საბოლოო პასუხი ყველა კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელში ჩართვასაც კიევი აქტიურად ითხოვს და რაკეტის უკრაინულ წარმომავლობას კატეგორიულად უარყოფს.

პოლონელმა ძალოვნებმა ამასობაში გამოძიების პირველი ეტაპი დაასრულეს. ქვეყნის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა იყო. პოლონელი მაღალჩინოსნის განმარტებით მას რუსული რაკეტა უნდა ჩამოეგდო, მაგრამ მიზანს ააცდინა, რის შემდეგაც რაკეტის თვითგანადგურების სისტემამ აღარ იმუშავა და კურსი შეიცვალა.

გამოძიების შედეგებმა კიევს იმედი გაუცრუა. ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ პოლონურ სოფელში ჩამოვარდნილი რაკეტა ალიანს უკრაინის ცის ჩაკეტვაზე დააფიქრებდა, თუმცა როგორც ჩანს ბრიუსელი მოსკოვთან ომის ესკალაციას ერიდება.

მთავარი მოწინააღმდეგე კი გერმანიაა, რომელიც უკრაინის ცის ჩაკეტვას ალიანსისა და რუსეთის შეტაკების წინაპირობად აღიქვამს. რუსულ რაკეტასთან დაკავშირებულ ინციდენტზე იმსჯელა გაეროს უშიშროების საბჭომაც, სადაც პოლონეთის წარმომადგენელმა მკაფიოდ განაცხადა რომ ვარშავა ესკალაციის თავიდან ასარიდებლად მაქსიმალურ პოლიტიკურ თავდაჭერილობას აჩვენებს.

დღის ამბები