29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
გოგოლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 22 წლის მამაკაცი დააკავეს

გოგოლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 22 წლის მამაკაცი დააკავეს. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, მან ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლადგაცნობილ ქალს. 40 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლების ინფორმაციით, დაკავებულმა იტალიურ ეზოში ბინა რამდენიმე თვის წინ იქირავა.

მამაკაცი პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით. უკვე ამოღებულია მკვლელობის იარაღი - დანა. 

ადგილზე უკვე დასრულდა საგამომძიებლო სამუშაობი. გამოიკითხნენ მეზობლები.

დღის ამბები