02 ივნისი 2024,   19:29
ვრცლად
"პრაიმ ჰაუსი", ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

რეალითი შოუ "პრაიმჰაუსი" ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 
 
"ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ პროექტის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მას ჰყავს ძალიან ბევრი მაყურებელი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისა და "რუსთავი 2-ისათვის" არის დიდი პასუხისმგებლობა.  შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ პროექტის ფარგლებში აღმოვფხვრათ და დავგმოთ ყველა ქმედება, რომელიც შეიცავს ძალადობას, აგრესიას, ბულინგსა თუ რაიმე სახის დისკრიმინაციას. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ამ თვენახევრის მანძილზე,  პროექტი დისკვალიფიკაციით დატოვა ორმა მონაწილემ, რამდენიმე მონაწილემ მიიღო 2 გაფრთხილება და მათ მიერ მსგავსი ფაქტების ხელმეორედ დაფიქსირების შემთხვევაში, ისინი ავტომატურად დატოვებენ პროექტს.
 
"პრაიმ ჰაუსში" ასევე აკრძალულია ნებისმიერი სახის დამოკიდებულების ნორმალიზება. მეტიც, ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ, კოსტა სანიკიძემ სწორედ პროექტში, ჩვენი გუნდის დახმარებით დაიწყო ალკოჰოლიზმთან ბრძოლა, რითაც მაგალითი მისცა იმ ადამიანებს, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს.
 
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ როდესაც პროექტში ცხოვრობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები, 24 საათის მანძილზე შესაძლებელია დაფიქსორდეს ისეთი ფაქტებიც, რომლებიც მაყურებლისთვის მიუღებელი და არასასიამოვნო სანახავია, აქედან გამომდინარე ჩვენ შევზღუდეთ 24 საათიანი იუთუბ სტრიმი. 
 
სამშაბათს 15 ნოემბერს ეთერში გასული ეპიზოდი არ იყო დაბლარული და კონტენტი არ იყო მისაღები ჩვენი მაყურებლის ნაწილისთვის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი მაყურებლის გრძნობები, ვწუხვართ მომხადრზე.  სატელევიზიო ეთერში გასული ყველა ეპიზოდში გათვალისწინებული იქნება  ეთიკის სტანდარტები და ნორმები," - ნათქვამია "პრაიმ ჰაუსის" განცხადებაში. 

დღის ამბები