26 აპრილი 2024,   11:27
ვრცლად
ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც საკუთარი სახელი მსოფლიო სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა - დოკუმენტური ფილმი ნინო სალუქვაძეზე

ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც საკუთარი სახელი მსოფლიო სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელ ნინო სალუქვაძეზე დოკუმენტური ფილმი რეჟისორმა გოგი თორაძემ გადაიღო და პირველი დიდი ჯილდოც დაიმსახურა. სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა სახელწოდებით "სნაიპერი" მთავარი პრიზი მიიღო.

დოკუმენტური ფილმის გადაღება ტყვიით მსროლელ სპორტსმენზე 2001 წელს დაიწყო და პანდემიის დაწყებისას შეწყდა. 18 წლის განმავლობაში, რეჟისორს არაერთი საინტერესო კადრი და ინტერვიუ დაუგროვდა, რომელიც საბოლოო ჯამში 19 წუთიან მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმად იქცა. საქართველოში ფილმი ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი მომავალი წლიდან გახდება.

დღის ამბები