26 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
ინფორმაცია, თითქოს თბილისის ანძა ცისარტყელის ფერებში განათდა, სრული სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს - თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელის ფერებში განათდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

მერიის განმარტებით, თბილისის ანძა ევროკავშირის პროექტის – "მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობა" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროექტის ლოგოს ფერებში განათდა.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელის ფერებში აინთო. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)," – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



დღის ამბები