26 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" სხდომას ხაბეიშვილი და ცისკარიშვილი არ ესწრებიან - რა სცენარს ამზადებს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია

შეკრება "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარეობის კანდიდატის გარეშე. ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ შეხვედრას ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არ ესწრებიან. შეკრებაზე მათი წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი მივიდა, რომელიც განმარტავს, რომ ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ერთ-ერთ რეგიონში იმყოფებიან და 9 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ხვდებიან.

"ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არიან ერთ-ერთ რეგიონში წასულები და თქვენ ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ისინი არიან კონკრეტულად ამ საქმეზე. ზუსტად 9 დეკემბრის მნიშვნელოვან საქმეზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო უნდა ჩატარდეს, იქ არიან დაკავებულები ჩვენს აქტივთან შეხვედრით და ადამიანების მობილიზებით. მოვისმენ სხვის მოსაზრებებს და მექნება ჩემი მოსაზრებას, ჩამოვყალიბდებით იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია,"-აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

შეხვედრა უკვე 3 საათია მიმდინარეობს. საუბრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის 9 დეკემბერს დანიშნული სასამართლო პროცესი იქნება, სადაც განიხილება ადვოკატების შუამდგომლობა სასჯელის გადავადების, ან მისგან გათავისუფლების შესახებ. ნიკა მელიამ თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატსა და პარტიის სხვა წევრებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები