17 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
უბედური შემთხვევის გამო გადადებული ქუთაისი-პარიზის რეისი 21:30 საათზე შესრულდება

უბედური შემთხვევის გამო ქუთაისში დაბრუნებული თვითმფრინავის რეისი, ქუთაისი-პარიზი 21:30 საათზე შესრულდება და მგზავრები პარიზში გაფრენას შეძლებენ. ამის შესახებ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნანა ბარამიძემ "კურიერთან" განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისიდან პარიზისკენ მიმავალ რეისზე მგზავრი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი უკან, ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა. სამწუხაროდ, 60 წლამდე მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

დღის ამბები